ახალი ამბები

ხაშურელი ახალგაზრდა, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 

ხაშრელი ლუკა ლაცაბიძე, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ  სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი ცხედარი ლიკა ლაცაბიძეს ეკუთვნის, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც დაადასტურეს. 

“დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს”, – წერს ლუკას დეიდაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ლუკა ლაცაბიძე თბილისის ზღვაზე რამდენიმე დღის წინ ტაქსით წავიდა, მისი გაუჩინარებიდან მალევე სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ მისი ახლობლები და მეგობრებიც. 

დატოვეთ კომენტარი