2 წლის გოგონა, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადაიყვანეს.
როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ამბობს, მას კლინიკაში გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და შეძლეს სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება.
“ბავშვს აღენიშნებოდა ზედაპირული ტრავმები, თავის დახურული ტრავმა, გაეწია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება. გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა, რომელმაც გადაიყვანა ბავშვი პროფილურ, ბავშვთა კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით”, – განაცხადა ექიმმა, იგორ გეორგიანმა.
დატოვეთ კომენტარი