ახალი ამბები

მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია 

გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

2 წლის გოგონას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თავდაპირველად გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გაეწია, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.

მას ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

დატოვეთ კომენტარი