ხაშურელ ახალგაზრდის, ლუკა ლაცაბიძის ძებნა გრძელდება. სამძებრო ღონისძიებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მის ძებნაში სამართალდამცავებთან ერთად ჩართულები არიან ოჯახის წევრები და მოქალაქეებიც.
დაკარგული ახალგაზრდის ახლობლის ცნობით, ოჯახმა მხოლოდ ის იცის, რომ ლუკა, თბილისის ზღვაზე ტაქსით წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ადგილას იპოვეს მისი ტელეფონი და ზურგჩანთა.
“17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი! ყველას გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!”, – წერენ სოციალურ ქსელში ლუკას მეგობრები.
დატოვეთ კომენტარი