ხაშურელი ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებში მოქალაქეებიც ჩაერთვნენ.
“ვიკრიბებით ვერის ბაღთან, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძებნა საკუთარი ძალებით გავაგრძელოთ”, – წერენ ლუკას ახლობლები.
ისინი მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.
“გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდი არეა და ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო მთელი ტერიტორიის ასათვისებლად. ასევე დაგვეხმარება მანქანები და ვისაც ძებნის დრო არ გაქვთ, მაგრამ ხალხის აყვანა შეგიძლიათ, ესეც საქმეა”, – წერია ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ლუკას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მისი ახლობლების ინფორმაციით, პოლიციამ მისი ზურგჩანდა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე იპოვა. რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვვევში, ოჯახს სურს, რომ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 577015945.