ახალი ამბები

ყოფილმა თანამშრომელმა ხაშურის მერიას სასამართლოში უჩივლა

ხაშურის მერიიდან 2 თვის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მერიას სასამართლოში უჩივლა. 

როგორც მერიის ყოფილი იურისტი “მოზაიკას” ეუბნება, ის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და კომპენსაციას ითხოვს. 

“სასამართლოში ვითხოვ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და კომპენსაციას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ჯერ არ დამიყენებია, მაგრამ მოსამზადებელზე უნდა გავზარდო მოთხოვნა”, – გვითხრა ფერაძემ. 

ამავე თემაზე: შიდა დაპირისპირება ხაშურის მერიაში – როგორ ხსნის საკუთარ გათავისუფლებას ირინე ფერაძე?

მერიის ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ ის სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. 

“სამწუხაროდ მოხდა უსამართლობა და არაკომპეტენტურობა, რამაც გამოიწვია ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება, მოცემულ ეტაპზე ადმინისტრაციული სარჩელი წარდგენილი მაქვს სასამართლოში და ველოდები პროცესის ჩანიშვნას’, – გვითხრა ფერაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი