ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო სამზარეულოს ტექნიკას ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი სამზარეულოს ტექნიკის შესაძენად, რისთვისაც ბიუჯეტიდან 48 450 ლარი გაითვალისწინა. 

სააგენტოს სურს შეიძინოს სამი სახეობის ტექნიკა: 

  • ხორცსაკეპი მანქანა – 55 ცალი;
  • ელექტრო გამაცხელებელი(თერმექსი) – 30 ცალი;
  • გამწოვი -15 ცალი.

ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. მასში მონაწილეობას ორი მიმწოდებელი იღებს, საიდანც ერთ-ერთმა სააგენტოს უჩივლა დავების საბჭოში, რადგან როგორც კომპანიის საჩივარშია აღნიშნული, სააგენტომ გაუმართლებლად მიანიჭა დისკვალიფიკაცია. დავების საბჭოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ გასაჯაროვებულა. 

დატოვეთ კომენტარი