ახალი ამბები

გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს იაპონიაში ჩატარდა, გორელმა დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრებმა ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს.

  • დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი;
  • თორნიკე ბერია – ბრინჯაოს მედალი;
  • ალექსანდრე კორკოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
  • თამარ ფეიქრიშვილი – ბრინჯაოს მედალი;
  • გურამ მაჭარაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
  • ივანე ყულჯანიშვილი – საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი გიორგი ჭელიძე, ხოლო თანალიდერები გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე იყვნენ.

ოლიმპიადაზე 112 ქვეყნის 700 მოსწავლე მონაწილეობდა.

დატოვეთ კომენტარი