ხაშურში ყველაზე მოთხოვნადი N1, N3 და N8 საჯარო სკოლებია, – ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის რესურცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ მოაწოდა.
“ლიმიტები სწრაფად შეივსო ხაშურის პირველი, მესამე და მერვე სკოლებში. პირველ და მერევე სკოლებში ლიმიტი 50 მოსწავლე იყო, მესამე სკოლაში კი 75”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.
მისივე თქმით, ქალაქის მასშტაბით 10 სკოლაა.
‘პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 8 – 23 ივნისის პერიოდში იყო შესაძლებელი. დაურეგისტრირებელი არავინ დარჩენილა”, – აღნიშნა გოგუაძემ.
დატოვეთ კომენტარი