ახალი ამბები

ოსიაურთან ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა – ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა 

ოსიაურთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. “მოზაიკას” ინფორმაციით, ორი მათგანი მდგომარეობა მძიმეა. 

“ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სასწრაფიდ ესაჭიროებათ მე-4 უარყოფითი სისხლის ჯგუფი. დახმარების მსურველებს, ვთხოვთ, რომ დარეკონ ნომერზე: 574 77 44 33”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დაშავებულები  გორის საავადმყოფოში იმყოფებიან.

ისინი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის მკვიდრები არიან.

დატოვეთ კომენტარი