გორის N9 საჯარო სკოლა ყველაზე მოთხოვნად სკოლებს შორისაა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემებით, შიდა ქართლის სკოლებიდან გორის N9 საჯარო სკოლაში ლიმიტი ყველაზე სწრაფად შეივსო. სკოლაში 100 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 8 – 23 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა.
დატოვეთ კომენტარი