ახალი ამბები

ხვედურეთსა და მოხისში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობები აშენდება 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვედურეთსა და მოხისში საბავშვო ბაღები აშენდება. 

50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობების მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე მშენებლობა. 

ორივე სოფელში საბავშვო ბაღების ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 582 492 ლარი გაითვალისწინა. 

დატოვეთ კომენტარი