ხაშურში აღმაშენებლის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ითხოვენ,
“იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება და აღმაშენებელზე ტროტუარები მაინც გვაღირსოთ. ნუთუ არ გვაქვს უფლება, შვილებთან ერთად შევძლოთ უსაფრთხოთ გადაადგილება”, – ამ კითხვით მიმართავს ერთ-ერთი ადგილობრივი ხაშურის მერიას.
როგორც გვანცა ლომიძე აღნიშნავს, საფეხმავლო ბილიკების არარსებობა ქუჩაზე გადაადგილებაზე საშიშს ხდის.
“შუა ტრასაზე უნდა იარო. მძღოლებს პრეტენზია აქვთ, რომ უნდა გავიწიო, მაგრამ მე ფეხით მოსიარულე ჩემს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ხაშურის სრულუფლებიანი მცხოვრები ვარ და მაქვს უფლება ვიარო ქუჩაში”.
მოქალაქეთა მოთხოვნის პასუხად, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ საფეხმავლო ბილიკის მოწყობა წყლის პროექტზეა დამოკიდებული.
“სანამ გზა არ დაიქსელება წყლისა და კანალიზაციის პროექტის ფრგლებში, მანამდე არაფერია დაგეგმილი. წყალგაყვანილობა რომ მორჩება მაგ ქუჩაზე, მერე დაიწყება რეაბილიტაცია. ასეა ხაშურის სხვა ქუჩების შემთხვევაშიც”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.