ახალი ამბები

სოფელ ბიისში „საზაფხულო ბანაკი 2023“ იხსნება – რეგისტრაცია 30 ივლისამდე გრძელდება 

სოფელ ბიისში “საზაფხულო ბანაკი 2023 ” იხსნება. 

ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია  05 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

“მიმდინარე წელს ტანას ხეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14-დან 19 წლამდე ასაკის 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს”, – წერს გორის მერია. 

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.

როგორც მერია წერს, შერჩევის ეტაპზე,  უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.

“პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც. პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება”, – აღნიშნავს გორის მერია. 

ბანაკში მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება შეუძლიათ ბმულზე:  https://shorturl.at/kruXZ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.