ახალი ამბები

სამწევრისში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი მოსახლეობამ თვითნებურად მოაწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მოსახლეობამ სიჩქარის შემზღუდველი თვითნებურად მოაწყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბარიერი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მოაწყეს. ასევე აღნიშნავენ, რომ მერიის მიერ გზის ამ მონაკვეთზე დამონტაჟებული სხვა ბარიერებიც შესაცვლელია.

“გზაზე ავტომობილების ხშირი მოძრაობაა, რაც საფთხის შემცველია, ბავშვები დადიან. ადრე იყვნენ მოსულები მერიიდან, იმათმაც გააკეთეს, თუმცა დაზიანდა უკვე და შესაცვლელია”, – ამბობენ სოფელში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი