ახალი ამბები

ახალქალაქის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. 

მერიის ცნობით, გამოკვლევებს ზემო ხანდაკის და ახალქალაქის მოსახლეობას მერიის მხარდაჭერით შპს “მედალფა“ 7 ივლისს ჩაუტარებს. 

პაციენტებს მოემსახურებიან: ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი (პორტარტული ექოსკოპიის აპარატი), კარდიოლოგი, ნევროლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი (გლუკომეტრის აპარატი) და  გინეკოლოგი.

პაციენტების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.