ახალი ამბები

ქარელის მერიამ მოხისში ბეტონის გზა ისე მოაწყო, სანიაღვრე არ გაუკეთა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში ქარელის მერიამ  ბეტონის გზა დააგო, თუმცა სანიაღვრე არხი არ გაუკეთა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამის გამო, მოსახლეობას წვიმის დროს სახლები ეტბორება.

“მოხისში ქვედა უბანში ბეტონის გზა დაიგო, თუმცა გზას სანიაღვრები არ გაუკეთეს. როგორც ითქვა, სანიაღვრების მოწყობა რელიეფური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება. წვიმის დროს მოსახლეობას სახლები ეტბორება”, – ამბობს ენმ-ის წევრი თამარ დიასამიძე. 

მოხისში გზა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი