ახალი ამბები

“ფორმულას” გასაჯაროებულ კადრებში ფიგურანტი წარმოშობით ხაშურიდანაა და სუს-ში მუშაობს

“ფორმულის” განცხადებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

გიორგი მუმლაძე, რომელიც წარმოშობით ხაშურიდანაა, თბილიში ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებული იმ ვიდეოკადრებში ჩანს, რომლებიც ტელეკომპანიამ გაასაჯაროა.

კადრებში ჩანს, რომ ის მეწყვილესთან ერთად გვერდით უვლის მიშა მშვილდაძეს. “ფორმულას” განცხადებით, ორივე მათგანი ადგილზე მშვილდაძეზე თავდასხმის ზედამხედველობისთვის იმყოფებოდა. 

“ფორმულას” განცხადებითვე, გიორგი მუმლაძე სუს-ის თანამშრომელია. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურშიც დაუდასტურეს. მეზობლები ამბობენ, რომ მუმლაძე ნამდვილად სუს-ში მუშაობს, თუმცა აღნიშნავენ, რომ დიდი ხანია ის არ უნახავთ. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს დააკავა ძალადობის მუხლით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.