ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორელი ჟურნალისტებითვის წიგნის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო საიას მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის, რომელშიც წარმოდგენილია შეკრების გაშუქებისას, ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, მათთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების საკითხები.
საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, წიგნში მოცემულია, თუ რა პრქტიკა არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, ჟურნალისტის უფლებები დასაცავად.
“მოვამზადეთ სახელმძღვანელო, რომელიც ფარავს ძალიან პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც ჟურნალისტებს გამოადგებათ სწორედ ასეთ სიტუაციებში. რა პრაქტიკა არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე იმისათვის, რომ ჟურნალისტი იყოს დაცული ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან, როცა ეს მოდის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან ან ფიზიკური პირისგან. ვფიქრობ, ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით”, – ამბობს ნინო ქურდოვანიძე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროექტზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ დახმარებას ითვალისწინებს.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტებისთვის სამართლებრივი დახმარების პროექტს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს მათთვის სამართლებრივი კონსულტაციებისა და მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა უწყებებიდან, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერ გამოვლინებას. ასეთ საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტების უფლებები არ არის სათანადოდ დაცული და ამ საკითხზე მეტი ყურადღების მიპყრობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა დემოკრატიული პროცესები საქართველოში განვითარდეს და გამოხატვის თავისუფლება იყოს მაღალ დონეზე”, – ამბობს ქურდოვანიძე.
დაინტერესებული პირები წიგნში შეტანილი ინფორმაციის გაცნობა QR კოდის დაინსტალირების შედეგად შეუძლიათ.