ქორდში მომხდარ დანაშაულზე, შსს-ს გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქორდში მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა.
“გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფიზიკური დაპისრიპირების შემდეგ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
დატოვეთ კომენტარი