“სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამისთვის, გორის მერიამ იდეების მიღება დაიწყო.
როგორც უწყება წერს, პროგრამის დაფინანსება წელს 3 000 000 ლარი იქნება.
“”სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. იდეების მიღება 30 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება”, – წერს გორის მერია.
იდეის წარდგენა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16+ ასაკის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ.
იდეის წარდგენისთვის აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://shorturl.at/DFZ14
შესაძლებელია, შევსებული ფორმის გააგზავნა შ ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti.gori@gmail.com ან ამობეჭდილი სახით წარდგენა მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის №5).