“ძალიან სამწუხაროა. რა გაგიხდათ ერთი წესიერი ნაგვის მანქანის შეძენა”, – ასე ეხმაურებიან მოქალაქეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცლიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელით ნაგვის ურნებს.
ადგილობრივები მერიას თანამედროვე სტანდარტების ავტომანქანის შეძენას სთხოვენ.
“არ უნდა ვჩუმდებოდეთ ასეთ რაღაცებზე რა. ავდგეთ და მოვითხოვოთ”, – ასეთია ერთ-ერთი ადგილობრივის, თამრიკო ყიფშიძის გამოხმაურება.
“რომელი წელია, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კამაზით რომ მუშაობენ და ხელით აიძულებენ აყროლებული ნარჩენების დაცლას? დავიჯერო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იმდენი ფული ვერ მოიძებნა, სპეციალური მანქანა რომ შეიძინოთ”, – კითხულობს სოფო ბურძენიძე.
მოქალაქეთა მოთხოვნის პასუხად, “მოზაიკას” ხაშურის მერიაში უთხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.