ახალი ამბები

ტეზერის სკოლის მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის საჯარო სკოლის მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება. 

ნონა გორგაძე, 609 ივლისს დაგეგმილ ვორქშოპზე eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში მიიწვიეს. 

“ის eTwinning-ის პროგრამაში წლებია აქტიურად არის ჩართული და წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო პროექტებს. მის მიერ ტეზერის საჯარო სკოლაში განხორციელებულ თითქმის ყველა პროექტს მინიჭებული აქვს, როგორც ეროვნული, ისე ევროპული ხარისხის ნიშანი”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი