ახალი ამბები

ქარელის მერიაში ახალ განყოფილებას ამატებენ

ქარელის მერიაში ახალ განყოფილებას ამატებენ.

ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას საკრებულოს წევრებმა მხარი დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. 

“ეკონომიკის სამსახურში განყოფილებას ემატება მეორე ქონების მართვის განყოფილება”, – აღნიშნა სხდომაზე ქარელის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ინგა ეკალაძემ.

მისი თქმით, განყოფილებაში ერთი ადამიანი დასაქმდება და მის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. 

“მოხდება ერთი კადრის დამატება განყოფილების უფროსის, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა და დაინიშნება”, – აღნიშნა ეკალაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი