გორში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ.
ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ის თანამშრომლები დღეს დილიდან ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მდგომარეობს ამოწმებენ და მოსახლეობას მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.
“გააჩნია სიტუაციას, ჯარიმები იქნება 200 ლარიდან 2000 ლარამდე”, – ამბობენ სააგენტოს თანამშრომლები.
დაჯარიმების მიზეზი შესაძლოა გახდეს სხვადასხვა სახის ნარჩენები ან ინვენტარი, რომლებიც მოქალაქეებს სადარბაზოებში აქვთ შენახული.
“თუ დამოუკიდებლად ვერ გააქვთ, უნდა გვითხრან და ვეცდებით, მათ გატანაში დავეხმაროთ”, – ამბობენ ინპექტორები.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ შეიქმნა, ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორად ილია რაზმაძე დაინიშნა.
დატოვეთ კომენტარი