გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლებმა კასპში წასასვლელად და ენმ-ს წევრებთან დასაპირისპირებლად შვებულებები აიღეს.
ანი ბალიაშვილის ინფორმაციით, ენმ-ს შიდა პარტიული შეხვედრის დროს ადგილზე მივიდნენ გორის, ქარელისა და კასპის მერიების ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და მათი შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
“დიახ, გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ვარ, შვებულება გვაქვს დაწერილი და სადაც მინდა იქ წავალ”,- განაცხადეს ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, გორიდან იმყოფებოდენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და კულტურის სააგენტოს თანამშრომლები, მაია შკუბულიანი და სოფო დავითაშვილი.
დატოვეთ კომენტარი