ახალი ამბები

გორის მინიმუმ 5 სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება

სკოლებში დირექტორების მსურველთა რეგისტრაცია 30 ივნისამდე გაგრძელდება. იმ სკოლებში, სადაც დირექტორები ორი ვადით იყვნენ არჩეულნი, აღარ ექნებათ უფლება, რომ კენჭი მესამედ იყარონ. 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ქალაქში ასეთი 5 სკოლაა. 

“იმ სკოლებში, სადაც უკვე იყვნენ დირექტორებად ორჯერ არჩეულნი, აღარ აქვთ უფლება, რომ ამავე სკოლაში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ. ქალაქში ასეთი სკოლებია მე-2, მე-7, მე-10, მე-11 და მე-12 სკოლები. სოფლის სკოლებშიც გვაქვს, რამდენიმე ასეთი შემთხვევა. არჩევნების თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სერთიფიცირებული დირექტორობის უფლების მქონე პირების, ირჩევენ სკოლებს და რეგისტრირდებიან მსურველებად. 30 ივნისამდე გახანგრძლივდა ეს პროცესი”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.