გორის მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპს, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სასამართლო დავა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო.
ამჯერად, სასამართლომ ბათილად სააგენტოს დირექტორის ის ბრძანება სცნო, რომლითაც მან საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
“2023 წლის 29 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო სააგენტოს დირექტორის ბრძანება დ.გ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ამავე სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. ასევე, აღდგენის სანაცვლო კომპენსაციის გადახდა”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის იურისტი იცავდა დ.გ.-ს ინტერესებს სასამართლოში.
დატოვეთ კომენტარი