გორის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ცნობით, დენის გათიშვა მუნიციპალიტეტში 11:58 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის, ელექტრო ენერგია ქალაქის რამდენიმე ქუჩის და 10-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, ელექტრო ენერგიის აღდგენა მუნიციპალიტეტში 16:00 საათიდან დაიწყება, თუმცა დენის გათიშვა იგეგმება მომდევნო დღეებშიც:
28 ივნისს, ელექტრო ენერგიის გათიშვა სავარაუდოდ 12:00 საათიდან დაიწყება და შემდეგ შინდისსა და ყელქცეულს მოიცავს;
29 ივნის ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება პატარა გარეჯვარს, გარეჯვარს, კარალეთს, დიდ გარეჯვარს, თორტიზას, ქიწნისს, ოთარშენს; ასევე დენის მიწოდება შეეძრუდება ცხინვალის გზატკეცილზე მცხოვრებლებს.
30 ივნიის კი ელექტრო ენერგიის გათიშვა იგეგმება დიცში, ქორდში, არბოშ, ტირძნისში, ატენში, ბნავისში, წედისში, ოლოზში, ღვარებში, ქსოვრისში, ზემო ქსოვრისში, ხიდისთავში, ზემო და ასევე, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე – სტალინის, თამარ მეფის, ამილახვარის, ჩოდრიშვილის, რუსთაველის, ცაბაძის, ჭავჭავაძის, სამეფოს და ჩიტაძის ქუჩებზე.