ახალი ამბები

ავლევში მავნებელი მწერებისგან დასაცავად ფიჭვნარი შეწამლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში  მავნებელი მწერებისგან დასაცავად ფიჭვნარი შეწამლეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ენტომოლოგებმა ფიჭვნარის მდგომარეობა შეისწავლეს, რის შემდეგად გამოვლინდა, რომ მავნებელი მწერის, ფიჭვის ქარციხერხიას გავრცელება დასაშვებ ზღვარს აღემატება

“ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. სოფელ ავლევის ფიჭვნარში, ისე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორიცელებენ”, – განმარტავენ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი