გორის მერვე საჯარო სკოლის პროექტი “დარგე ემოცია” ეროვნული ფესტივალის “მეცნიერება მთავარ როლში” გამარჯვებული გახდა – ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა, ნინო ფსუტურმა გაავრცელა.
“ჩვენი პროექტი “დარგე ემოცია” დასახელდა გამარჯვებულ ოთხ პროექტს შორის. პროექტი, რომელიც შეიქმნა მე-9 და მე-7 კლასელების კოლაბორაციით”, – დაწერა ფსუტურმა.
მისივე თქმით, სწორედ გორის მერვე საჯარო სკოლა წარადგენს საქართველოს საერთაშორისო ფესტივალზე ფინეთში.
ეროვნულ ფესტივალს “მეცნიერება მთავარ როლში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს.
დატოვეთ კომენტარი