ხაშურის მერიის თქმით, სანიაღვრეები გაკეთებულია, უბრალოდ უხვ ნალექს ვერ ატარებს.
“სანიაღვრეები სისტემატურად კეთდება, როცა გზა იგება, კეთდება სანიაღვრეებიც. ზოგიერთ ქუჩაზე და სოფლებში პრობლემები იმიტომ შეიქმნა რომ უხვი ნალექი მოვიდა და ვერ მოასწრო კანალიზაციის სისტემამ გატარება. მიმდინარეობს სამუშაოები და ეგეც მოგვარდება”, – გვითხრე ხაშურის მერიაში.
ხაშურის მუნიცპალიტეტში უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ხაშურელები ამბობენ, რომ გზების, ნათესების და სახლების დატბორვა გაუმართავმა სანიაღვრე სისტემამ გამოიწვია.
დატოვეთ კომენტარი