ვარიანის და შინდისის საჯარო სკოლებს ექიმის ვაკანსია აქვთ.
მასწავლებელთა ვაკანსიების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის, ამ პოსტზე მუშაობის მსურველებს ორივე სკოლა თვიურ ანაზღაურებად 600 ლარს სთავაზობს.
იდენტურია სამუშაო დატვირთვაც – შერჩეულ კანდიდატს კვირაში 40 საათი მუშაობა მოუწევს.
სავალდებულო მოთხოვნებს შორის, ორივე სკოლის შემთხვევაში, საექიმო სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ქონა, სამომხმარებლო დონეზე საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა და სახელმწიფო ენის ცოდნა შედის.
მსურველებს, საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ვარიანის საჯარო სკოლის ვაკანსიაზე 28 ივნისამდე, ხოლო შინდისის საჯარო სკოლის ვაკანსიაზე 23 ნოემბრამდე შეუძლიათ.
დატოვეთ კომენტარი