ახალი ამბები

გორის მერიამ 2022 წლიდან დღემდე 32 688 ლარის კონდიციონერები იყიდა 

გორის მერიამ 2022 წლიდან დღემდე 32 688 ლარის კონდიციონერები იყიდა. 

როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, შეძენილი კონდიციონერების ნაწილი – კედლის, ნაწილი კი დასადგამი იყო.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში, უწყებას 10 გამაგრილებელი მოწყობილობა აქვს ნაყიდი. 

2022 წელი:  მერიამ შეიძინა 7 კონდიციონერი 

6 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის, შპს “ელ შოპს” გადაუხადა 10 888 ლარი. შეძენილი კონდიციონერები, ხელშეკრულების მიხედვით, დამონტაჟდა საკრებულოს შენობაში; 

1 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის შპს “დაგრუპს” გადაუხადა 1 478 ლარი.  შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი გორის მერიის შენობა იყო. 

1 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის 2 444 ლარი გადაუხადა შპს “ელ შოპის” და კონდიციონერი კვლავ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის იყო განკუთვნილი. 

2023 წელი: მერიამ 3 დასაგდამი კონდიციონერი შეიძინა 

3 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის მერიამ შპს “ელ შოპი” გადაუხადა 16 200 ლარი. 

ხელშეკრულების მიხედვით, 2 კონდიციონერი დამონტაჟდა მერიის შენობაში, ხოლო 1 საკრებულოში. 

აღსანიშნავია, რომ მერიამ კიდევ აპირებს გამაგრილებელი მოწყობილობების დამატებას. უწყებას ამ ეტაპზე 2 900 ლარი აქვს გამოყოფილი და 1 კედლის კონდიციონერის შეძენას გეგმავს. ამ მიზნით, უწყებას ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ვერ შედგა. 

დატოვეთ კომენტარი