ხაშურში მდინარე სურამულას გაწმენდას ითხოვენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ გახშირებული წვიმების გამო, მდინარე ჯებირიდან გადმოვა.
“გასაწმებდი და გატყიურებული რომ არის, მარტო ჩვენ ვხედავთ. ვისაც ხელეწიფება, ისინი ვერ ამჩნევენ”, – წუხს ირინე ლომსაძე.
“იმედი მაქვს არამდგრადი ამინდი დიდხანს არ გაგრძელდება, თორემ მდინარე სურამულაში არსებული ხეები უხვ ნალექს ვერ გაატარებენ და სავალალო შედეგები მოყვება”, – ამბობს ქეთევან გოგალაძე.
დატოვეთ კომენტარი