ბოლო სამი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არაერთი დაუსრულებელი ან დასრულებული, თუმცა უფუნქციო ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელთა დამთავრება და გახსნა სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ გადაიდო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პროექტებში გადახდილია მილიონობით ლარი, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
“არც ერთი საბავშვო ბაღი, რომელშიც არ არის ბავშვებისთვის შესაბამისი პირობები, არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ არ შეიძლება. მსგავსი ბაღები, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად რეაბილიტირდება. წელსაც 5 ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაო პროცესია, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე”, – ასე უპასუხა რამდენიმე თვის წინ გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას ერთი-ერთი დაუსრულებელი ობიექტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გარდამავალი პროექტების ნაწილი მგფ-ის მიერ ფინანსდება. აღნიშნული უწყება აცხადებს ტენდერსაც და არჩევს შემსრულებელ კომპანიასაც, თუმცა ხშირ შემთხვევაში სამუშაოები ან დაუსრულებელია ან ვადებში ვერ ეტევა.
ერთ-ერთი ასეთი ობიექტია მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი, რომელიც აშენების მიუხედავად სამი წელია უფუნქციოა. “მოზაიკამ” სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვის არაერთხელ მიმართვის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდსაც მიმართა, თუმცა აღნიშნული ორგანიზაცია ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის.
მსგავსი სიტუაციაა კარალეთის #1 საბავშვო ბაღთან დაკავშირებითაც. შენობა სამი წელია რემონტდება, ამ დროის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა შემსრულებელი კომპანიაც, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ამჟამად მეოთხე ტენდერია გამოცხადებული ახალი კომპანიის შესარჩევად.
დაუსრულებელი ობიექტების არასრული ჩამონათვალი ასეთია:
- “ახალბაღის” რეაბილიტაცია – დაუსრულებელია;
უნდა დასრულებულიყო 2022 წლის ბოლოს, თუმცა ამ დრომდე ვადების რამდენჯერმე შეიცვალა და ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. სამუშაოებს მგფ-ის მიერ დაქირებული კომპანია “ავარდი” ასრულებს.
- საბავშვო ბაღის შენობა მეჯვრისხევში – გაუხსნელია;
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, მშენებლობა დასრულებულია, თუმცა შენობა ამ დრომდე უფუნქციოა. ასაშენებლად 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
- საბავშვო ბაღის შენობა მეღვრეკისში – გაუხსნელია;
საბავშვო ბაღის მშნებლობა აქაც დასრულებულია, თუმცა მეჯვრისხევის ბაღის მსგავსად დაკეტილია და უცნობია გახსნის თარიღი.
- სკოლის შენობის რეაბილიტაცია მეჯვრისხევში – დაუსრულებელია;
2021 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე განხორციელებული ცვილებისა და სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, სამუშაოები ჯერ ისევ დაუმთავრებელია.
- ხურვალეთი სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – დაუსრულებელია;
სველი წერტილების მოწესრიგება სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. სამუშაოებისთვის 60 000 ლარამდე იყო გამოყოფილი. აღნიშნული ობიექტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.
- რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შინდისში – გაუხსნელია.
აღნიშნული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 145 ათასი დაიხარჯა, თუმცა ამ დრომდე არ მუშაობს. რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა.
- კარალეთის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – დაუსრულებელია;
კარალეთის საბავშვო ბაღი სამი წელია რემონტდება, თუმცა ამ დრომდე დაუსრულებელია. შენობის რეაბილიტაციისთვის, ამ დროისთვის 164 206 ლარია დახარჯული,