გორის მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, ზეღდულეთსა და სობისში ზარალი სამ ოჯახს მიადგა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერია ზეღდულეთსა და სობისში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სამივე ოჯახს დაეხმარება. ეს ის სოფლებია, სადაც გვიან ღამით ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა”, – წერს გორის მერია.
ამ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ, მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
დატოვეთ კომენტარი