გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისიდან დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის სააგეენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
” გაცნობებთ, რომ 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი. ბაგა–ბაღებში რეგისტრაციისთვის განცხადება უნდა დაიწეროს ბაღის დირექტორთან”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
რაც შეეხება, რეგისტრაცის მეორე ეტაპს, დაიწყება 25 ივლისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით. მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი.
ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge, ხოლო სოფლის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
“ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული. მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით”.
სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
- რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იმავე ელ.მისამართზე, ,,რეგისტრაციის გადამოწმების’’ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით.