ახალი ამბები

წელს გორში მხოლოდ ერთი საზაფხულო საბავშვო ბაღი იმუშავებს – სააგენტო 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, წელს გორში მხოლოდ ერთი საზაფხულო საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე, მე-3 საბავშვო ბაღში იქნება. 

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია 10 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, ვებგვერდზე www.gorikids.ge.

თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღის აღსაზრდელი, მშობელი მხოლოდ დაბადების მოწმობას წარადგენს სააგენტოში (სტალინის 16).

თუ ბავშვი არ არის ჩარიცხული საჯარო ბაღში, საჭიროა წარადგინოთ:

  • ამონაწერი იუსტიციის სახლიდან რეგისტრაციის თაობაზე;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

საბუთების წარდგენის ვადები: 26-29 ივლისი.სააგენტოს ცნობით, თუ ამ პერიოდში არ იქნება საბუთები წარმოდგენილი, ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება საზაფხულო ბაღიდან. საზაფხულო ბაღის 1 აგვისტოდან 6 სექტემბერის ჩათვლით იმუშავებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.