ახალი ამბები

წითელუბნის მოსახლეობა ქალაქის მერს სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას სთხოვს

წითელუნბის მოსახლეობა ქალაქის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გზის 500 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას სთხოვს.

მოსახლეობის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მდებარეობს სკოლა და ამბულატორია.

“ამ ქუჩას სკოლის ქუჩას ვეძახით, ის ორი დღის წინ მოიხრეშა, მაგრამ თუ ასფალტი არ გადაიგო გაგვიჭირდება სიარული. სულ 500 მეტრიანი მონაკვეთია. ამ ქუჩაზე დგას სკოლა, ბაღი, სასაფლაოს მისასვლელი და ადგილობრივებს გადაადგილება გვიჭირს. ჩვენი ინიციატივით წერილით მივმართეთ მერს, ავაგროვეთ ხელმოწერები, რომელსაც პედაგოგებიც აწერენ ხელს და შევიტანეთ მერიაში, ახლა ველოდებით პასუხს, რას მოიმოქმედებენ”, – ამბობენ წითელუბნელები.

გორის მერის სახელზე შეტანილ წერილობით მოთხოვნას 50-ზე მეტი ხელმოწერა ახლავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები