ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მეხი ელექტრო სადენებს დაეცა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 3 ოჯახს ტექნიკა დაეწვა.
“3 ოჯახს გადაეწვა ტექნიკა. მეზობლები არიან, ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ. როგორც ვიცი, ორს – ტელევიზორი, ერთს კი აბაზანის გამათბობელი დაეწვა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
დატოვეთ კომენტარი