ახალი ამბები

“ხაშურს სახე ჩამოსტირის” – ადგილობრივები რუსთაველის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ

ხაშურში რუსთაველის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივები წუხან, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩა მოუვლელია. 

“ქალაქის ცენტრი და რუსთაველის ქუჩა კი არა დეზერტირების ბაზარს გავს. ეგ ქუჩა უნდა იყოს მოვლილი.  ყველა ქალაქს და რაიონს, სადაც შედიხარ ფასადურად მოვლილი შესასვლელები აქვს, ხაშურს სახე ჩამოსტირის”, – აღნიშნავს თეკლა ბარათაშვილი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქუჩაზე საავტომობილო გზაც ავარიულია. ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ორმოულები რამდენიმე კვირის წინ ამოავსო, თუმცა მალევე დაზიანდა. 

“რამდენიმე კვირის წინ ამოვსებული ორმოულები ისევ დაზიანდა, ამ ქუჩაზე დადიან ყოველდღე ქალაქის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანი,თუმცა როგორც ჩანს პრობლემას ვერ ხედავენ”, – ამბობს ზაზა მეხრიშვილი.

ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ქუჩაზე ავარიულ სიტუაციებს ქმნის. 

“ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა მანქანები დადიან ძალიან ნაპირში და მოსახლეობა ვართ დაძაბულები, სირცხილია მთელი ზამთარი და ზაფხული ასეა”, – წუხს თინა ბითაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი