ახალი ამბები

“ქარელში” ამბობენ, რომ გუნდს მე-4 ლიგაში გადასვლის შანსები აქვს

“ქარელში” ამბობენ, რომ გუნდს მე-4 ლიგაში გადასვლის შანსები აქვს. 

“მე-5 ლოგაში ვთამაშობთ და ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება მე-4 ლიგაში გადმოსვლა, თუმცა შანსები გვაქვს და ამას სხვებიც აღნიშნავენ. რამდენიმე თვის ჩამოყალიბებულმა გუნდმა ისეთი გუნდები დავამარცხეთ, ამას არავინ რომ არ მოელოდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ქულები დავაკარგინეთ”, – აღნიშნავს გუნდის მწვრთნელი შმაგი ელიაშვილი. 

მისი თქმით, გუნდმა უკვე იცის საკუთარი სისუსტეები და მაგ გამოსწორებაზე მუშაობს. 

“სამოყვარულო ლიგიდან გადმოვედით პროფესიულ ლიგაზე. დებიუტანტები ვართ, სწავლების პროცესში ვართ მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც. ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და დავინახეთ რა პრობლემები გვაქვს და რა გვჭირდება შედეგის გასაუმჯობესებლად. მონდომება ძალიან დიდი გვაქვს,რომ მე-4 ლიგაში დავწინაურდეთ”, – ამბობს ელიაშვილი.

მისი ცნობით, გუნდი ახლა სექტემბრისთვის და ლიგის მეორე წრისთვის ემზადება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი