ახალი ამბები

“ქართული ოცნების” გორის ოფისის თავმჯდომარედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აირჩიეს 

გორში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენცია  ჩატარდა, სადაც რაიონული ოფისის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება, ასევე ცნობილია პარტიის ბიუროს 9 წევრიანი სია: 

  • დავით რაზმაძე; 
  • მარლენ ნადირაძე;
  • თამარ მურალოვა; 
  • ასმათ ტალახაძე; 
  • ლია მამულაშვილი; 
  • მანუჩარ ლაფაჩი;
  • კობა ბერიანიძე; 
  • გიგა გელაშვილი; 
  • გვანცა მჭედლიშვილი. 

აღნიშნულ კონფერენციას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ ასევე ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე. 

დატოვეთ კომენტარი