ახალი ამბები

გორელი ლევან მახათაძე პარამკლავჭიდელთა შორის ევროპის ჩემპიონია 

გორელმა ლევან მახათაძემ მოლდოვაში მკლავჭიდში გამართულ შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

ლევანი შშმ სპორტსმენია და მან სხვა მკლავჭიდელებან ერთად საქართველოს გუნდური პირველობაც მოუტანა. 

“ეს შეჯიბრი ჩემთვის პირველი იყო და ამ წარმატების მიღწევა ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა და ქალაქი, ჩემი სამსახური და ყველა ჩემი გულშემატკივარი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, რომელმაც ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა”, – ამბობს ლევან მახათაძე. 

ლევანი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასაც გეგმავს. მისი თქმით, ამისთვის ვარჯიშს უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შეჯიბრი მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 45 ოქროს, 48 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები