ახალი ამბები

ტყვიავში ნაცემი მამაკაცი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ძმაა

ტყვიავში ნაცემი მამაკაცი სოსო ქარელი, ერთი თვის წინ მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის, ომარ ქარელის ძმაა. 

ამავე თემაზე: ქარელთან ავარიას ორი პოლიციელი ემსხვერპლა 

სოფელ ტყვიავში 6 დღის წინ მომხდარი ჩხუბის დროს, “მოზაიკას” ინფორმაციით, სოსო ქარელს ფიზიკურად ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვა გაუსწორდა.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება 126-ე, პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, გუშინ სასამართლოში იმყოფებოდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მოწმის სტატუსით გამოიკითხა. 

დატოვეთ კომენტარი