ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენის მოთხოვნით, მოქალაქეებმა მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელსაც ხელს 300 ადამიანი აწერს.
განცხადება მერიაში რუსკა პაპუაშვილმა შეიტანა.
“განცხადება მერიაში ორჯერ შევიტანეთ, ერთხელ 300 კაციანი ხელმოწერით, მეორედ 180 კაცი აწერდა ხელს. რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ვითხოვთ”, – გვითხრა რუსკა პაპუაშვილმა.
ეს მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან პერიოდულად ისმის, თუმცა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 3 თვის წინ თქვა, რომ რუსთაველის ქუჩაზე კვლავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა არ იგეგმება.
“რუსთაველის ქუჩა ცალმხრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გახდა. ქუჩაზე კვლავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა ხაშურის მერიაში არ განიხილება”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი