ახალი ამბები

საგამოცდო ცენტრი შიდა ქართლში წელსაც გორის მე-3 საჯარო სკოლაში განთავსდება 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცეტნრი შიდა ქართლში რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის წელსაც გორის მე -3 საჯარო სკოლაში განთავსდება.  საგამოცდო ცენტრის მომზადება 20 ივნისიდან დაიწყება. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად 45 000 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 

გამოცდები 3 ივლისიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 

დატოვეთ კომენტარი