ბოშურში ინტენსიური წვიმის გამო, მდინარეები ადიდდა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო და ქვემო ბოშურში.
ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადენლის თქმით, ერთ-ერთი მდინარის ადიდების შედეგად, რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა.
“ერთ-ერთი პატარა მდინარე საცხენეთი ადიდდა და გზებზე გადმოვიდა, რამდენიმე სახლოს ეზო დაიტბორა. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან და მალე მოგვარდება პრობლემა”, – ჯუმბერ გიგაური.
ბოშურში უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივებიც.
დატოვეთ კომენტარი