შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ეხმაურება სოფელ ზარდიაანთკარში ომბუდსმენის ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ სოფელში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბლიტაცია შერჩევით ან სრულად არ ხდება. გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
უწყების განცხადებით, ამ დროისთვის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარებს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 50%-მდე. მათ შორის, ორ სახლზე უკვე დასრულდა ხელშელრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, გარდა ამისა კარ-ფანჯრები შეიცვალა 20 სახლში, სახურავი შეიცვალა 10 სახლზე, გაილესა და გამაგრდა 8 სახლის კედელი, მოპირკეთდა და სამღებრო სამუშაოები დასრულდა 7 სახლში. ავარიული მდგომარეობიდან გამომდონარე, რეაბილოტაციას არ დაექვემდებარა 4 საცხოვრებელი სახლი, ამ ეტაპზე მოხდა 2 სახლის დემონტაჟი და მიმდინარეობს ახლის მშენებლობა, ხოლო დარჩენილ 2 სახლზე მომზადდა პროექტი და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება დემონტაჟი და სამშენებლო სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფომ 1 800 000 ლარი გამოყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების რეაბილიტაცია შერჩევით ხდება. ისინი ამის შესახებ სოფელში ჩასულ სახალხო დამცველსაც ესაუბრნენ.